დამთავრდა ტრენინგის მეცხრე დღე,დავასრულეთ ჩვენი პროექტი,ვისწავლეთ ჩვენი საქაღალდის ატვირთვა google.drive-ში და ჩვენი საქაღალდეები ბლოგზე.მოვისმინეთ ჩვენი კოლეგების მიერ გაკეთებული პრეზენტაციები,მივეცით ერთმანეთს რჩევები და სამომავლოდ დავგეგმეთ პროექტის განხორციელება ერთმანეთის დახმარებით.ვფიქრობ რომ ეს ტრენინგი დამეხმარება ჩემს საქმიანობაში,რაც გამოიწვევს საბუნებისმეტყველო საგნისადმი ინტერესის გაზრდას.
Friday, October 31, 2014
Wednesday, October 29, 2014
მეოთხე დღე
დღეს ჩვენ ვისწლეთ google-drive-ში სამიზნე კითხვების ატვირთვა შემდეგ გაზიარება,ასევე პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები..
მერვე დღე
დღეს გავწერეთ პროექტის აქტივობები,დავამთავრეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და გარდნერის თეორიაზე.ვისწავლეთ ასევე ბლოგში დიზაინის შეცვლა და გაჯეტების დამატება.
Friday, October 24, 2014
მეშვიდე დღე
დღეს დავასრულეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი,წყვილებში შვაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები გავუკეთეთ კომენტარები და მივეცით რჩევები ერთმანეთს,რაც იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.ურთიერთშეფასების ამ ფორმამ საშუალება მოგვცა გამოგვესწორებინა საკუთარი შეცდომები.
განვიხილეთ უკუკავშირის მიცემის სწორი ფორმა,რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის,რათა უფრო კარგად დაუფიქრდნენ იმას თუ რა არის გამოსასწორებელი პროექტის მსვლელობისას,ბოლოს შევიტანეთ ცვლილებები სასწავლო გეგმაში და შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.

Wednesday, October 22, 2014
მეექვსე დღე
დღეს ჩვენ განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდი ნაშრომი,შვქმენით ნაშრომის ჩეკლისტი,რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლისათვის,რათა ნათლად ჰქონდეს მითითებული შესასრულებელი სამუშაო და ეს ყველაფერი დაეხმარეოს მას დავალების სწორად შესრულებაში.
Wednesday, October 15, 2014
მეხუთე დღე
დღეს გავეცანით დროში გაწერილ გეგმას და გავეცანი დროის ჩარჩოს საჭიროებას და მნიშვნელობას,რათა სწორად შევაფასოთ პროექტზე მუშაობის ყველა ეტაპი.
განვიხილეთ შეფასების მეთოდების და ინსტრუმენტების 5 კატეგორია,რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჩართულობის შესაფასებლად და ასევე იმისთვის,რომ მოსწავლეთა მუშაობაზე მოვახდინო დაკვირვება.
შეფასების ინსტრუმენტების მოკლე აღწერამ საშუალება მომცა კონცენტრაცია მომეხდინა პროექტზე და დავალაგე საკითხები რაც უნდა გამეკეთებინა პროექტის მიმდინარეობისას და დასრულების შემდეგ.

Wednesday, October 8, 2014
მასამე დღე
მესამე დღე
ჩვენ ვისწავლეთ ბუკლეტების გაკეთება პროექტისათვის და ეს ბუკლეტები გავაფორმეთ სურათებით და შევინახე ჩემს საქაღალდებში,როგორც სასწავლო პროექტის დამხმარე.ეს ბუკლეტები დამეხმარება იმაში რომ მოსწავლეებს საინტერესოდ მივაწოდო პროექტის თემა,რათა იყვნენ უფრო აქტიურებად ჩართულები.
Friday, October 3, 2014
მეორე დღე
გავიხსენე ტრენინგის პირველი დღე,ვისწავლე საქაღალდეებში ინფორმაციების შენახვა და დალაგება,რათა ადვილად ხელმისაწვდომი იყოს მუშაობისთვის.ვისაუბრეთ პროექტის მნიშვნელობასა და როლზე სასწავლო პროცესში,გავეცანით პორტფოლიოს ჩეკლისტს,შევქმენით პორტფოლიო და ჩავალაგეთ საქაღალდეები მასში. განვიხილეთ იდეები და ჩამოვყალიბდი რა პროექტზე უნდა ვიმუშაო შემდგომ.
Wednesday, October 1, 2014
პირველი დღე
დავესწარი intel-ის ტრენინგს და გავეცანი online სახელმძღვანელოს,რაც საინტერესო იყო ჩემთვის.გავეცანი სიახლეებს,კერძოდ,შევქმენი ინტელის გვერდის ბლოგი,სადაც დავდე ჩემი პირველი დღის რეფლექსია.გავეცანი თუ როგორ უნდა შევქმნა პროექტები,ვთვლი რომ მსგავსი სიახლეების დახმარებით სასწავლო პროცესი იქნება საინტერესო.
პროექტებით სწავლება დაეხმარებათ მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაში.
პროექტებით სწავლება დაეხმარებათ მოსწავლეებს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებაში.
Subscribe to:
Posts (Atom)