Friday, October 31, 2014

მეცხრე დღე

     დამთავრდა ტრენინგის მეცხრე დღე,დავასრულეთ ჩვენი პროექტი,ვისწავლეთ ჩვენი საქაღალდის ატვირთვა google.drive-ში და ჩვენი საქაღალდეები  ბლოგზე.მოვისმინეთ ჩვენი კოლეგების მიერ გაკეთებული პრეზენტაციები,მივეცით ერთმანეთს რჩევები და სამომავლოდ დავგეგმეთ პროექტის განხორციელება ერთმანეთის დახმარებით.ვფიქრობ რომ ეს ტრენინგი დამეხმარება ჩემს საქმიანობაში,რაც გამოიწვევს საბუნებისმეტყველო საგნისადმი ინტერესის გაზრდას.

Wednesday, October 29, 2014

მეოთხე დღე

დღეს ჩვენ ვისწლეთ google-drive-ში სამიზნე კითხვების ატვირთვა შემდეგ გაზიარება,ასევე პროექტის გეგმის შაბლონში შევავსეთ შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები..

მერვე დღე

დღეს გავწერეთ პროექტის აქტივობები,დავამთავრეთ პროექტის გეგმის შაბლონზე მუშაობა.ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე და გარდნერის თეორიაზე.ვისწავლეთ ასევე ბლოგში დიზაინის შეცვლა და გაჯეტების დამატება.

Friday, October 24, 2014

მეშვიდე დღე

 დღეს დავასრულეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომი,წყვილებში შვაფასეთ ერთმანეთის ნამუშევრები გავუკეთეთ კომენტარები და მივეცით რჩევები ერთმანეთს,რაც იყო ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი.ურთიერთშეფასების ამ ფორმამ  საშუალება მოგვცა გამოგვესწორებინა საკუთარი შეცდომები.
  განვიხილეთ უკუკავშირის მიცემის სწორი ფორმა,რაც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლეებისათვის,რათა უფრო კარგად დაუფიქრდნენ იმას თუ რა არის გამოსასწორებელი პროექტის მსვლელობისას,ბოლოს შევიტანეთ ცვლილებები სასწავლო გეგმაში და შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო. 

Wednesday, October 22, 2014

მეექვსე დღე

დღეს ჩვენ განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდი ნაშრომი,შვქმენით  ნაშრომის ჩეკლისტი,რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მოსწავლისათვის,რათა ნათლად ჰქონდეს მითითებული შესასრულებელი სამუშაო და ეს ყველაფერი დაეხმარეოს მას  დავალების სწორად შესრულებაში.

Wednesday, October 15, 2014

მეხუთე დღე

   დღეს გავეცანით დროში გაწერილ გეგმას და გავეცანი დროის ჩარჩოს საჭიროებას და მნიშვნელობას,რათა სწორად შევაფასოთ პროექტზე მუშაობის ყველა ეტაპი.
    განვიხილეთ შეფასების მეთოდების და ინსტრუმენტების 5 კატეგორია,რომელიც მნიშვნელოვანია მოსწავლეების ჩართულობის შესაფასებლად და ასევე იმისთვის,რომ მოსწავლეთა მუშაობაზე მოვახდინო დაკვირვება.
   შეფასების ინსტრუმენტების მოკლე აღწერამ საშუალება მომცა კონცენტრაცია მომეხდინა პროექტზე და დავალაგე საკითხები რაც უნდა გამეკეთებინა პროექტის მიმდინარეობისას  და დასრულების შემდეგ.

Wednesday, October 8, 2014

მასამე დღე

მესამე დღე
 ჩვენ ვისწავლეთ ბუკლეტების გაკეთება პროექტისათვის და ეს ბუკლეტები გავაფორმეთ სურათებით და შევინახე ჩემს საქაღალდებში,როგორც სასწავლო პროექტის დამხმარე.ეს ბუკლეტები დამეხმარება იმაში რომ მოსწავლეებს საინტერესოდ მივაწოდო პროექტის თემა,რათა  იყვნენ უფრო აქტიურებად ჩართულები.